ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
როგორც დდღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერაა 2008 წლიდან.
„ამ პროცესის შესახებ ინფორმირებულია ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს. მტკიცე მხარადაჭერა გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ უსამართლობას აუცილებლად შევაჩერებთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ოჯახების დახმარებას“,- განაცხადა ბახტაძემ.