გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს"ლიდერმა გიგი უგულავამ ჰელსინკში, მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მათ შორის საუბრის მთავარი თემა არჩევნები იყო.
"გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, იმიტომ რომ რეალური ძალა აქვს პარლამენტს. დეოლიგარქიზაცია ქვეყნის ეხლა უნდა დაიწყოს საპრეზიდენტო არჩევნებით. შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა და იმას უნდა მიანიჭოს, ვისაც ეს ეკუთვნის, ანუ იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხალხი აირჩევს თავის მთავრობას", - განაცხადა უგულავამ.