ძალიან უცნაური რაღაცაა, გადამალეს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და უპატარძლო ქორწილი მივიღეთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის განცხადებით, მან არ იცის, როდემდე შეიძლება დამალონ ზურაბიშვილი.
"გამოაჩინონ პრეზიდენტობის კანდიდატი! თავისუფლება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! ნუ გამოკეტეთ ეს ქალბატონი სახლში, შეხვდეს ამომრჩეველს, შეხვდეს მედიას. არ ვიცი, როდემდე შეიძლება დამალონ“, - განაცხადა გოცირიძემ.