ოკუპანტებმა სოფელ ატოცთან საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი განაახლეს.
ე.წ. მესაზღვრეებმა სატვირთო ავტომანქანებით მავთულხლართების მონტაჟისთვის საჭირო ლითონის კონსტრუქციები აღნიშნულ ტერიტორიაზეი დღეს დილით მიიტანეს.
სოფელ ატოცში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებოდა.
ის პირადად გაეცნო სოფელში მიმდინარე ვითარებას და განაცხადა, რომ ოკუპანტების ეს ქმედება პროვოკაციის მახინჯი ფორმაა.
„ჩვენ ამას არ შევეგუებით, არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით და არ შევწყვეტთ ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ბოლო მეტრი ამ სამარცხვინო მავრთულხლართების არ დაიშლება ამ ტერიტორიაზე. მე მინდა აქ ყოფნით ატოცის მოსახლეობის მიმართ გამოვხატო მხარდაჭერა", - განაცხადა ციხელაშვილი.
ცნობისთვის, ე.წ. საზღვარზე მავთულხლართების მონტაჟის გაგრძელება გუშინ დილით დააანონსა.