ყველაფერს მოეძებნება ახსნა, ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით, ბოდიში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ თემაზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არის ფარსი, პროპაგანდა და ჩვეულებრივი შურისძიების ნაწილი, რაც სამწუხაროა.
"2018 წლის 7 ნოემბერს ამით ვინც არჩევნების მოგებას აპირებს, მწარედ ცდება და არის პოლიტიკურად ბეცი, #წერტილი", - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გიგი უგულავა.