ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლამდე განაცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნება თუ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება.
რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, მისი თქმით, ის უცხოეთში მუშაობს.
„ღარიბაშვილი თუ შეუერთდება, ძალიან კარგი იქნება. კვირიკაშვილი უცხოეთში მუშაობს და არ ვიცი, რა ვითარებაშია მისი პოლიტიკური აქტიურობა. ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.