შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტურისთვის „ქართული ოცნება“ სრული დატვირთვით არ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს სრული მობილიზაციაა საჭირო იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სათანადო შედეგით დასრულდეს.
„ასეთი სრული მობილიზაციის პირობებში დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. ამ მობილიზებაში იგულისხმება საარჩევნო მუშაობა, სრული რესურსის მობილიზაცია, როგორც პოლიტიკური აქტივის, ასევე სხვა მიმართულებით ჩვენი რესურსების მობილიზაცია, ამის საფუძველზე უნდა იყოს შედეგი.
ადამიანების გულის მოგება უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, ამას უნდ დაეთმოს ეს თვეც, მომდევნო თვეც, მომდევნო ორი წელიწადიც საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი. ჯერ კიდევ 800 ათასი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ამ ადამიანების ყოფის გაუმჯობესება უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, - განაცხადა კობახიძემ.