საზოგადოებრივი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ეს პროექტი [კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი] უნდა გაწვეულიყო და ჩვენ შესაბამისად მოვიქეცით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს არის მათი ხელწერა, რომ მმართველ გუნდს ყველა პროექტის წინაპირობად ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი მიაჩნია.
„სწორედ ეს იყო ჩვენი განაცხადი, რომ გავივლიდით კონსულტაციებს ყველასთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს დედაეკლესიასთან, საპატრიარქოსთან. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული შეხედულებები ამ პროექტის შესახებ და მივიღეთ ძალიან ობიექტური გადაწყვეტილება. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ხელწერა, რომ ჩვენ ყველა პროექტის წინაპირობად მიგვაჩნია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. საზოგადოებრივი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ეს პროექტი უნდა გაწვეულიყო და ჩვენ შესაბამისად მოვიქეცით“,- განაცხადა ბახტაძემ.
კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიეს.