კოაბიტაცია გარდამავალ ეტაპზე ალბათ, რაღაც დოზით საჭირო იყო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლის ბევრი მიღწევისგან ერთ-ერთი იყო არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება.
„გვახსოვს, რომ იქამდე ამის გაკეთება რეალურად შეუძლებელი იყო მღელვარების გარეშე. კოაბიტაცია გარდამავალ ეტაპზე ალბათ, რაღაც დოზით საჭირო იყო, თუმცა იყო თუ არა შეცდომა, მართლაც გამიჭირდება შეფასება, რადგან ექვსი წელი, რაც მე ვმსახურობ ჯანდაცვის მინისტრად, ჩემი დროის პრაქტიკულად ასი პროცენტი მიაქვს მიმდინარე პროექტების მართვას”, – განაცხადა სერგეენკომ.
ნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაშვებული ერთ-ერთი შეცდომა წინა ხელისუფლებასთან გამოცხადებული კოაბიტაცია იყო.