გორში მოკლული 8 წლის გოგონას მამა მიხეილ ბერიაშვილი, გორის სამხარეო პოლიციაში გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს. იქ ის ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.
როგორც ოჯახის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, გამოძიებასთან თავადაც ექნებათ კითხვები.
„დღეს მოხდება მამის გამოკითხვა. კონკრეტულად რა კითხვები აქვს გამოძიებას მამასთან, ჩემთვის უცნობია. ასევე უცნობია, რა ხდება საქმეში. საქმის მასალებს არ ვიცნობთ, დღეს გავეცნობით. ოჯახის წევრებს ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა აქვს. იმედი გვაქვს, რომ გამოძიება სრულად და ამომწურავად გასცემს ყველა კითხვას პასუხს”, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.