არ შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობას" ამ ქვეყანაში ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომავალი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ ამას მოასახლეობის დიდი ნაწილი გაიზიარებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის თითქმის თანაბარი ხმების რაოდენობა იყო თუ არა კოჰაბიტაციის დამსახურება, ჩუგოშვილი ამბობს, რომ ეს ბევრი რაღაცის დამსახურებაა.
მისი განმარტებით, ამას შეიძლება საკმაოდ ბევრი მიზეზი მოვუძებნოთ დაწყებული კოჰაბიტაციიდან, გაგრძელებული სხვა საკითხით.
„მთავარი არის ის, რომ წინ გვაქვს მეორე ტური. ჩემი აზრით, მთავარია, რა გველოდება მომავალში და არა ის, წარსულში რა იყო. მომავალში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი არჩევნები და ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ თავისი გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობას" ამ ქვეყანაში ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომავალი. ვფიქრობ, ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიზიარებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წინ გველოდება, რით ვუპასუხებთ მოსახლეობის უკმაყოფილებას, რით ვპასუხობთ იმ გამოწვევებს, რაც არის. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა სხვადასხვა საკითხით",- განაცხადა ჩუგოშვილმა.