თბილისში, ვერის პარკში აქცია „არა „ნაციონალურ მოძრაობას“ (#არანაციზმს) გაიმართა.
ვერის პარკში შეკრებილებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.
მათი თქმით, ისინი უკმაყოფილო არიან „ქართული ოცნების“ მმართველობით. მათივე განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან დაშვებულია ბევრი შეცდომა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „ქართული ოცნება“ დანაშაულებრივი რეჟიმი არ არის.
მათივე ინფორმაციით, ისინი მსგავსი აქციების გამართვას საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც აპირებენ. მათივე თქმით, დიდი საპროტესტო აქცია არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე გაიმართება.