ჩვენს მხარდამჭერზე, რომელიც უბანზე ფლაერებს ავრცელებდა, ვაზისუბანში თავდასხმა მოხდა. მას ორი ახალგაზრდა დაესა თავს,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.
"გამოძახებული იყო პატრული, შევსებულია ოქმი. ველოდებით ამ გამოძიების შედეგებს. ყველა ამ ფაქტზე ჩვენ აუცილებლად გვექნება რეაგირება. ყველა ჩვენს მხარდამჭერსა და წევრს ვეუბნებით, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აჰყვნენ პროვოკაციებს, შეინარჩუნონ მშვიდობიანი პროცესი და წყნარად გავუშვათ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან. ჩვენ ვართ იმის გარანტი, რომ არც ერთი ინციდენტი არ გაგრძელდეს, რადგან ხედავთ რამდენად აგონიაშია და საგანგებო რეჟიმს აცხადებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.