ყველას მივმართავ, თავი შეიკავონ ტოტალიტარული აზროვნებისგან, როდესაც სხვის პოზიციას მოღალატეობრივად აფასებენ, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მრავალპარტიულობა სწორედ იმას ნიშნავს, სხვადასხვა პარტიებს სხვადასხვა პოზიციები რომ აღმოაჩნდებათ ხოლმე.
„ტოტალიტარიზმია ის, როდესაც ერთი პარტია ყველას ჭკუას ასწავლის და ეუბნება, როდის საით უნდა წავიდეს. მე ყველას ვუსურვებ წარმატებას ქვეყნის საკეთილდღეოდ, მჯერა, რომ ამ ქვეყნაში გაცილებით მეტია პოლიტიკოსი, ვისაც ქვეყნის წარმატება უნდა, პოლიტიკოსებმა ყველგან, ვისაც სად რა შეგვიძლია, უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ქვეყანა კონსტიტუციური განვითარების გზიდან არ გადავიდეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკელების“ მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.