„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრები იმართება, რომელზეც რეგიონებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
შეხვედრები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტიის სტრატეგიას უკავშირდება.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა პარტიის ოფისში შეხვედრები იმართება. გუშინ ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას, გუშინწინ კი, პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდა. ორივე შეხვედრას ასევე ესწრებოდა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი.