"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდი დილიდან შეიკრიბა.ესწრება თუ არა შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უცნობია.
მმართველი პარტიის ლიდერები რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სხვადასხვა რეგიონის საკრებულოების დეპუტატებს ხვდებიან.
განხილვის მთავარი თემა კვლავ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და მმართველი პარტიის სტრატეგიაა.
“ამ ეტაპზე ამოცანა არის, რომ შტაბების მუშაობის ეფექტურობა გაიზარდოს, საჭიროა იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელიც არჩევნებზე არ მოსულა პირველ ტურში გარკვეული მიზეზების გამო, შესაბამისად ეს შტაბების ფუნქციაა, რომ ამ კატეგორიის ამომრჩეველთან იმუშაოს და რეგიონალურ დონეზე შტაბებმა ამ თვალსაზრისით მუშაობა უნდა გაზარდონ,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.