1 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების - ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი გამოიფინება.
გამოფენა აერთიანებს დიმიტრი ერმაკოვის ფოტოალბომებს; თბილისის სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის ისტორიული შენობის მშენებლობის ფოტოებს; საქართველოს ისტორიის, კავკასიის ცივილიზაციისა და არქეოლოგიის ამსახველ წიგნებსა და ალბომებს; ზუბალაშვილების გვარის ისტორიასთან და მათ გაწეულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებულ მასალებს; პირად ნივთებს.
პროექტის ფარგლებში, სპეციალურად გამოფენისთვის მომზადებული ელექტრონული კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართება.
პეტრე ზუბალაშვილის შთამომავლებმა, 114 წლის განმავლობაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები, 2018 წლის ივნისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს საჩუქრად.
პროექტის მხარდამჭერია თიბისი.
მისამართი: რუსთაველის #3; საქართველოს ეროვნული მუზუემის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი