პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ საარჩევნო შტაბში, ბრიფინგზე განაცხადა რომ მის წინააღმდეგ ისეთი კამპანია მიმდინარეობდა, რომელიც რუსულ ტექნოლოგიას ეკუთვნის.
მისი თქმით, პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება.
„რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა და რა, ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?! მხარდამჭერები და თანამებროძლები მივატოვო შუა ბრძოლაში?! მე მგონი, არ მიცნობენ! კახელიც ვარ და მეგრელიც! ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვართ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, რადგან მჯერა თქვენი, ვინც დღეს მისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ თქვენ იცით რა მინდა საქართველოსთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.