კგბ-ს ნომენკლატურა გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მწვალებლებს და დამნაშავეებს გაათავისუფლებს, ხელისუფლებას შეცვლის და არჩევნებს დანიშნავს, ამას ამბობს მაშინ, როცა პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპონენტებს მხოლოდ რევოლუციურ გარემოში შეუძლიათ ქვეყანაში სიტუაცია არიონ, რაც ქაოსს გამოიწვევს და იმოქმედებს ბიზნესსა და ინვესტორებზე, რაც მათ აწყობთ.
„ცხადია, ამ ყველაფერს დაძაბულობისკენ, სიტუაციის პოლარიზაციისკენ მივყავართ. ოპონენტებს მხოლოდ რევოლუციურ გარემოში შეუძლიათ ქვეყანაში სიტუაცია არიონ, რაც ქაოსს გამოიწვევს და იმოქმედებს ბიზნესსა და ინვესტორებზე, რაც მათ აწყობთ, რადგან, რაც უფრო დესტაბილიზაცია იქნება ქვეყანაში, მით მეტი შანსი ექნებათ, რაც იციან, ის გააკეთონ - სიტუაციის არევა. ვალდებული ვართ, საზოგადოებას ეს ვუთხრათ“, – განაცხადა სესიაშვილმა.