31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში საერთაშორისო პრინტ ფესტივალის დასკვნითი ნაწილი გაიხსნება.
გამოფენაზე ქართველი და უცხოელი არტისტების ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
საერთაშორისო პრინტ ფესტივალი - „LIFE - N - STYLE“ საქართველოში მესამედ ტარდება და მისი მიზანი ხელით ბეჭდვის დარგის პოპულარიზაციაა.
მისამართი: მარჯანიშვილის #7, მეოთხე სართული.