თუ ასე უმტყუნათ ნერვებმა არის მარტივი გამოსავალი - ქალბატონმა ზურაბიშვილმა მოხსნას კანდიდატურა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავიშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მთელი ეს ცრუ პროპაგანდა ევროპულ კამპანიაზე დასრულდა ხელკეტებით, ოპოზიცურ პარტიაში შევარდნით და ძალადობით ასლან აბაშიძის სტილში.
„მაშინ როდესაც გაირკვა, რომ ქართველი ხალხის ნება არის ივანიშვილის წინააღმდეგ, მის მიერ შემოთავაზებული კანდიდატის წინააღმდეგ, როდესაც გაირკვა რომ კონკურენტუნარიანია არჩევნები, ამ ვითარებაში მთელი ეს ცრუ პროპაგანდა ევროპულ კამპანიაზე დასრულდა ხელკეტებით, ოპოზიცურ პარტიაში შევარდნით და ძალადობით ასლან აბაშიძის სტილში. ეს მეთოდები უქმნის სერიოზულ ხიფათს ჩვენს ქვეყანას მაგრამ ვერ გადაარჩენს ვერც ივანიშვილს, ვერც მის გუნდს ვერც სალომე ზურაბიშვილს. თუ ასე უმტყუნათ ნერვებმა არის მარტივი გამოსავალი - ქალბატონმა ზურაბიშვილმა მოხსნას კანდიდატურა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბსა და შტაბის წევრებს თავს დაესხნენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.