შემდეგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა" და საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა დღეს "ქართული ოცნება".
"ქვეყანა უნდა მოვამზადოთ ახალი პოლიტიკური რეალობისთვის და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ევროპული საქართველო გააკეთებს აქცენტს, ეს არის კონტიტუციაში ცვლილება რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. ეს არის ერთადერთი გარანტია და თავის დაზღვევა იმისგან, რომ არც ერთი მომდევნო მთავრობა არ ჩავარდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ჩავვარდით თუნდაც 2012 წელს და როგორშიც ჩავარდა ქართული ოცნება 2018 წელს. უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური წყევლა საკონსტიტუციო უმრავლება, საკონტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა და საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა დღეს ქართული ოცნება. ამ შემთხვევაში პარტიების დაღუპვაზე არ არის საქმე, გვინდა, რომ ეს მოჯადოებული წრე გაიხსნას და ქვეყანა განვითარების გზაზე გავიდეს, ამისათვის მთავარი პოლიტიკური წინაპირობაა ის, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს", - განაცხადა გიგი უგულავამ.