16:00 საათის მონაცემებით, edison research-ის ეგზიტპოლების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თანაბარი 40% აქვთ.
მესამე ადგილზეა "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე 10%-ით.
მე-4 ადგილს იკავებს შალვა ნათელაშვილი - 3%
ხოლო შემდეგ ადგილზეა დავით უსუფაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე თანაბარი 2%-ით.
ცნობისთვის, edison research-მა კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა. სავარაუდო ცდომილება 3%-ია.