„საია-ს დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ხმის მიცემის შემდგომ, უბნიდან გასული ამომრჩეველი მივიდა კოორდინატორებთან და აჩვენა მობილური ტელეფონი (სავარაუდოდ ტელეფონში არსებული ფოტო), რის შემდგომ მას კოორდინატორმა სავარაუდოდ თანხა გადასცა. აღნიშნული ფაქტები შეიცავს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებს", - აღნიშნულ ინფორმაციას საია ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ვაკის #13 უბნის გარეთ დილიდან დგას „ჯიპის“ მარკის ავტომანქანა MM778GG, რომელსაც უბნიდან გასული ამომრჩეველი აკითხავს".