„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 99.5%-სგან მიიღო.
ორგანიზაციის თითქმის ყველა დამკვირვებელს უბანზე შეუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემების მსგავსია (99.8%).
პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 98.5% იყო მზად, რაც მცირედიდ გაუმჯობესებულია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემთან (95.7%).
საარჩევნო უბნების 2.2%-ზე უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემთან (1.3%) შედარებით.