„ოქუაშვილის ბოლო კვირების საქმიანობამ ჩვენ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა იმ სისტემური კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არსებობს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, ირაკლი კიკნაველიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.
"ჩვენ ძალიან დასაფასებელი ინფორმაცია მივიღეთ და ეს იყო ერთ-ერთი გარღვევაც კი. დადასტურდა ის ეჭვი, რაც არსებობდა ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. ჩვენ არც არასდროს არ ველოდით ოქუაშვილის მიმართ მაღალ მოქალაქეობრივ პოზიციებს. გასაგებია, რომ ამ სიტუაციაშიც მან გადაწყვიტა ხელისუფლებასთან ახალი თანამშრომლობის დაწყება, თუმცა ეს არ ცვლის იმ ინფორმაციის არსს, რაც მისგან გავიგეთ. თავისთავად, პრობლემა იმას უნდა ჰქონდეს, ვინც ოქუაშვილისგან გმირობას ელოდა, ჩვენ გმირობას არ ველოდით, ის იყო ძალიან ძლიერი მამხილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ მან გადაწყვიტა, რომ ახლა უკვე სხვა გზით ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან“, - აღნიშნა კიკნაველიძემ.