საჯარო სკოლის მოსწავლე გათვალისწინებული საათების 1/5-ის გაცდენის შემთხვევაში ექსტერნატის ფორმით გამოცდებს ჩააბარებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, თუ საშუალო საფეხურის მოსწავლის მიერ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, რომელიმე
საგანში არასაპატიო მიზეზით აცდენს საგნისთვის ერთი სასწავლო წლის განმავლობაში
გათვალისწინებული საათების 1/5-ს, მოსწავლე ამ საგანს ექსტერნატის ფორმით აბარებს.
სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლე მხოლოდ შესაბამისი გამოცდის შემდეგ გადადის შემდეგ კლასში ან რჩება იმავე კლასში.
იმ შემთხვევაში, თუ საშუალო საფეხურის მოსწავლე აცდენს გაკვეთილებს საპატიო მიზეზით და გაცდენების რაოდენობა შეადგენს კონკრეტული საგნისთვის ერთ სასწავლო წლის განმალობაში გათვალისწინებული საათების 1/2-ს, მოსწავლე ამ საგანს აბარებს ექსტერნატის ფორმით და მხოლოდ ისე გადადის შემდეგ კლასში ან რჩება იმავე კლასში.
ეს ნორმა არ ეხება შეზღუდული შესაძლებელობების მქონე მოსწავლეებს, რომლებიც შესაძლოა იღებდნენ საგანმანათლებლო მომსახურებას სახლის ან საავადმყოფოს პირობებში ან სწავლობენ სკოლის მიერ დამტკიცებული ზოგადი განათლების მიღების ალტერნატიული ფორმით. ამასთან, თუ საშუალო საფეხურის მოსწავლის მიერ 1 სასწავლო წლის განმავლობაში რომელიმე საგანში საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაცდენილი გაკვეთილების ჯამური რაოდენობა შეადგენს ამ საგნისთვის ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გათვალისწინებული საათების 1/2-ს, მოსწავლე ამ საგანს აბარებს ექსტერნატის ფორმით და მხოლოდ ისე გადადის შემდეგ კლასში/საფეხურზე ან რჩება იმავე კლასში.
სკოლის დირექტორი ვალდებულია დამრიგებლის წარდგინების საფუძველზე,
წერილობითი ფორმით, დროულად შეატყობინოს მოსწავლის მშობელს მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის ფაქტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ.
საპატიოდ ჩაითვლება გაცდენა, რომელიც გამოწვეულია მოსწავლის
ავადმყოფობით; სამედიცინო გამოკვლევებით; ახლო ნათესავის გარდაცვალებით;
დაწყებით საფეხურზე მშობლის ან მეურვის უუნარობით, მიიყვანოს მოსწავლე
სკოლაში; მოსწავლის მოკლევადიანი მოგზაურობით, რომელიც ერთი სასწავლო წლის
განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს; მოსწავლის ვალდებულებით
გამოცხადდეს ოფიციალურ სახელმწიფო დაწესებულებებში; მოსწავლის ოჯახის
წევრების ავადმყოფობისას, მოსწავლის მიერ მათზე ზრუნვის აუცილებლობით ან სხვა
განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა მოსწავლე იღებს მონაწილეობას ისეთ
ღონისძიებაში, რომელიც ეხება მოსწავლის უნარებისა და ცოდნის გაღრმავებას ან
წარმოჩენას. საპატიოდ ითვლება ასევე გაცდენები, რომლებიც ეხება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს.
მშობლის მიერ განცხადების წარმოდგენამდე, ან თუ გაკვეთილის გაცდენა არ
არის გამოწვეული ერთ-ერთი ზემოჩამოთვლილი საპატიო მიზეზით, გაცდენა მიიჩნევა
არასაპატიოდ, თუ მშობლი 5 დღეში არ წარმოადგენს შესაბამის განცხადებას.
დამრიგებელი ვალდებულია დასწრების წესების შესახებ ზუსტი ინფორმაცია
მიაწოდოს მშობლებს, რასაც ზედამხედველობას უწევს სკოლის დირექტორი.