საქართველოს პრეზიდენტმა შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდის (GMF) შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივის წარმომადგენელები მიიღო, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრისას საუბარი შეეხო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოს, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხარისხს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პრიორიტეტულ მიმართულებებს.
განიხილეს ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება.