საარჩევნო კამპანია საოკუპაციო ზოლთან სიმბოლურად დაასრულა დავით ბაქრაძემ. სწორედ ამ წერტილში დაიწყო, ასევე სიმბოლურად დაასრულა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა კამპანია. მხარდამჭერებს და ამომრჩეველს დავით ბაქრაძემ მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ლამისყანადან მიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით პრეზიდენტისთვის არ არსებობს უფრო დიდი საქმე ვიდრე ჩვენი სამშობლოს გამთლიანება.
"მე დავიწყე ჩემი საპრეზიდენტო კამპანია მავთლუხლართებთან და დღეს საპრეზიდენტო კამპანიის ამ ეტაპს ვამთავრებ ისევ აქ. საქართველოს მომავალი პრეზიდენტისთვის არ არსებობს უფრო დიდი საქმე ვიდრე ჩვენი სამშობლოს გამთლიანება , არ არსებობს უფრო დიდი ტკივილი ვიდრე არის ჩვენი სამშობლოს გულზე გადატარებული მავთულხლართების გაქრობა , არ არსებობს უფრო დიდი პასუხისმგებლობა,ვიდრე არის ჩვენი დევნილების დაბრუნება, მშვიდობიანი დაბრუნება საკუთარ სახლებში. ამიტომ, მე როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, კიდევ ერთხელ ვპირდები ჩემს ხალხს და ქვეყანას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ მშვიდობიანი გზით გავამთლიანო ჩვენი ქვეყანა , ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ საქართველოს სხეულს მოვაშორო მავთულხლართები ,რომელიც მოგვახვია ოკუპანტმა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის ,რომ თითოეული დევნილი დაბრუნდეს საკუთარ სახლში. არ არსებობს უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა საქართველოს მომავალი პრეზიდენტისთვის და ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ და გავაკეთებთ საქართველოს უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღისთვის", - განაცხადა დავით ბაქრაძემ