28 ოქტომბერს წერტილი დავუსვათ იმ სიბინძურეს, რომ ვერ ვირჩევთ საკუთარ მომავალს უარესობის შიშით, აღნიშნა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძე ამბობს, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ჩანაწერების მორიგი ციკლის დაწყება.
„მინდა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს ვისაც ყელში ამოუვიდა ეს სიბინძურე, თითოეულ იმ ადამიანს ვისაც აღარ უნდა ერთი და იგივე წრეზე სიარული და აღარ უნდა დღევანდელი ცუდი ცხოვრების არჩევა მომავალი უარესობის და არეულობის შიშით. 28ოქტომბერს ყველა უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და წერტილი დავუსვათ ამ სიბინძურეს. წერტილი დავუსვათ იმას, რომ ვერ ვირჩევთ საკუთარ მომავალს უარესობის შიშით წერტილი უნდა დავუსვათ იმას რომ თურმე დღევანდელი ჭაობის და უძრაობის ალტერნატივა არის მხოლოდ არეულობა,ქაოსი და რევოლუცია.
არ არის ასე! ჩვენ გვაქვს არჩევანი და მე ვპირდები ჩვენს ამომრჩეველს და ხალხს აუცილებლად ამოვიყვანთ ქვეყანას ამ უძრაობიდან და ამას გავაკეთებთ ყოველგვარი არეულობის ყოველგვარი რევოლუციის ყოველგვარი შურისძიების გარეშე. ეს არის გზა წინ და სწორედ ამისთვის უნდა გამოვიყენოთ 28ოქტომბრის არჩევნები“, აღნიშნა დავით ბაქრაძემ.