ამ კაცზე მე ვარ ძალიან გაბრაზებული და მაქვს მსგავსი პრეტენზიები, როგორ იყო ეს კაცი საერთოდ მინისტრი?! ჩემ დროს იყო ეგ მინისტრი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სპორტის ყოფილ მინისტრთან, ლევან ყიფიანთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის განცხადებები, რასაც ყიფიანი აკეთებს, თუნდაც პროკურატურაში, ისეთივე ნდობას იწვევს მასში, როგორც გავრცელებული ჩანაწერები.
„უარღესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ. რას აკეთებს, რას ყვება, ან ინტერვიუში, აბსოლუტურად არ არის შესატყვისობაში სიმართლესთან. ყიფიანს აბსოლუტურად არ ჰქონდა საშუალება ევლო ჩემთან, ან ფარცხალაძეს ევლო და მაგათი ჩხუბები მერჩია. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ რაღაც ბიზნესში ვიღაცეები წაეკიდნენ, მორბიან ჩემთან და მე ვარჩევ მაგათ საქმეებს? მე ამის ფუფუნება არ მაქვს. ეს მხოლოდ „რუსთავი 2“- ს სჯერა. როგორ ახსენებს ეს კაცი ჩემს სახელს საერთოდ? მართალია პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ მინიშნებით შეიძლება ამის ამოცნობა. ყიფიანთან დაკავშირებით ბოლომდე თუ წაიკითხავვთ მის ნათქვამს, იკვეთება, რომ ყიფიანი ოქუაშვილის ნაცვლად მივიდა ფარცხალაძესთან, შეამოწმეს, რაიმე ჩამწერი ხომ არ აქვსო, არავითარი გაუპატიურება და სარდაფი არ ყოფილა. ყიფიანმა შეაგინა, რასაც თავადვე ამბობს და ქართველი კაცისთვის შეგინებაზე რეაქცია როგორია იცით. ეს ჩანს ჩანაწერებიდან“, - განაცხადა ივანიშვილმა.