"ევროპული საქართველოს" დაკვეთით, კომპანია "ბი-სი-ჯი"-ს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 16% ხმას "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს მისცემდა, 14.4% "ევროპული საქართველოს" კანდიდატ დავით ბაქრაძეს, ხოლო 12.8% გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთბაშია" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.
კვლევის მიხედვით, 4% მისცემდა ხმას "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატ შალვა ნათელაშვილ. 34.4%-მა არ იცის/არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. ხოლო 8% ამბობს, რომ არავის.
ანალიტიკური შეწონვით გადანაწილებული რეიტინგის მიხედვით კი, გამოკითხულთა 33.1% სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს, 30.6% - დავით ბაქრაძეს, 27.10% - გრიგოლ ვაშაძეს, 4.1% - შალვა ნათელაშვილს, ხოლო 2.5% - დავით უსუფაშვილს.
კვლევა "ევროპული საქართველოს" დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია "ბი-სი-ჯი-კვლევამ". კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20-24 ოქტომბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოკითხული იქნა 1508 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება შეადგენდა 2-3%-ს, კვლევის სანდოობა -95%.