„სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ისტორიაში და მჯერა ახალი ერა დაიწყება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მოწყობაში”, აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე.
კალაძემ ამომრჩევლებს მიმართა, რომ “ვისაც გაწუხებთ საქართველოს ბედი, ვინც ზრუნავთ არ მარტო საკუთარ ბედზე, არამედ გაწუხებთ საზოგადოების სწორად განვითარება - ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილს“.
„პირველ ქალ პრეზიდენტს ქვეყნის ისტორიაში! პირველ ზეპარტიულ პრეზიდენტს საქართველოში! შევუწყოთ ხელი ხელი დემოკრატიის განვითარებას! - მიეცი ხმა თანამედროვე საქართველოს!
ზურგი ვაქციოთ ერთხელ და სამუდამოდ დაპირისპირებას შეურაცხყოფას, საზოგადოების დაყოფას, არეულ წარსულს და ყველამ ერთად, ახალი ქვეყანა ავაშენოთ - სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, იმედზე და განვითარებულ მომავალზე”, აღნიშნა კალაძემ.