„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით - კონსენსუსით, ყველა მინუს ერთი, ყველა მინუს ივანიშვილი, ეს მონსტრი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება, რაც საქართველოს ჰქონია,“- ეს განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მან ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რევანშს არ აპირებს.
„ხმები არ არის ყმები, მით უმეტეს, ფეოდალის ყმები. ვიცი, რომ თქვენ გაშინებენ, მათ შორის ის ხალხი, ვინც ივანიშვილთან ტანგოს ცეკვავს სახიფათოს, რომ სააკაშვილი ამუნია, რევანშისტი, დაბრუნება, ყველას ყოფას უტირებს, დაერევა. დარევა და ბოღმა ამათი ძირითადი გზავნილი. მე მართლაც ვაპირებ განვახორციელო რევანში თქვენთან ერთად, მაგრამ ჩვენი რევანში სწრაფად განვითარებადი საქართველო,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.