რუსები ხმარობენ ამონარიდებს, როგორც ნაციონალური მოძრაობა ხმარობს ჩემ ამონარიდებს , -ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემა „დებატები 2018“-ში ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის საპასუხოდ განაცხადა. დავით ბაქრაძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამონარიდებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებს
„რუსები ხმარობენ ამონარიდებს, როგორც ნაციონალური მოძრაობა ხმარობს ჩემ ამონარიდებს. ანუ - კოტექსტიდან ამოგლეჯილს. თუ ვინმემ იცის რუსეთი როგორ მუშაობს ამ სასამართლოებზე, მე მგონი, ცოტა ძალიან ზედაპირული არის იმის თქმა, რომ ჩემი ერთი წგინიდან რაღაცა ანალიზის გამოტანით თქვენ წააგეთ 2011 წელს ერთი სასამართლო. მეორე სასამართლოს რაც ეხება, ის არის სულ სხვა საკითხზე. ჯერ არ არის დაწყებული. დღეს არიან ჩამოსულები და უნდა მოვუსმინოთ რა განცხადებებიც გაკეთდა დღეს თბილისში სასამართლოდან ჩამოსული პირების მიერ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა