სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ პირველის არხის გადაცემა “დებატები 2018“-ში საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეკითხვას წამყვანის კითხვას, რა სტრატეგია აქვს ნაციონალურ მოძრაობას სირარიბის დასაძლევას - ქვეყნის გადატრიალება და სააკაშვილის ჩამოყვანა?
„სააკაშვიოლი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში, როგორც საქართველოს მოქალაქე. მესამე პრეიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება იცხოვროს ამ ქვეყანში. თუ სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლოს შეკითხვები აქვს, მან უნდა გასცეს პასუხი. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ამას არც ქართული ოცნება, არც ქურდული ოცნება და არც თქვენი ორგანიზაციის მამათავარი გადაწყვეტს. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ის მისცემს ყველაფერს შეფასებას. რაც შეეხება გაეროს სტატისტიკას, ტრაგედია იმაშია, რომ ჯერ არ იციან და მერე არ სჯერათ. ანუ, არ სჯერათ იმის, რაც არ იციან. ასე მართეს 6 წელიწადი ქვეყანა. დავამთავრებთ იმით, რომ მალე ქართველებისაგნ სრულიად დაიცლება ეს ქვეყანა. ყველა წავა ემიგრაციაში. აქ დარჩებიან მხოლოდ მოხუცები, რომლებიც მოარულ სამედიცინო ენციკლოპედიას წარმოადგენენ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.