ფაქტია, რომ პასუხი ყველა კითხვას გაეცა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავიშრებით განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება, მათ შორის ჟურნალისტური საზოგადოება გულღია, გულწრფელ საუბარს გადაეჩვია და სულ პოლიტიკურად შეფუთულ პოზიციებს ელოდება.
მისივე თქმით, მას ეგონა, რომ მეტი იქნებოდა საუბარი კონკრეტულ პროცესებზე - როგორც საგარეო, ასევე საშინაო მიმართულებით.
"რეალურად კითხვები მხოლოდ სკანდალურ თემებს ეხებოდა. ფაქტია, რომ „რუსთავი 2“ ორიენტირებულია მხოლოდ ნეგატივზე და ხშირ შემთხვევაში, გადაჭარბებით აჩვენებს სურათს, რომელიც ჩვენც კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები არსებობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.