თინათინ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი” The Santa Fe Independent Film Festival-ზე საუკეთესო ფილმად აღიარეს, – ამის შესახებ vimooz.com წერს.
"ჰორიზონტი“ — ეს არის დრამატული ისტორია ერთი ქართველი ქალისა და მისი ოჯახის რთულ ცხოვრებაზე და ასევე იმაზე, როგორ შეიძლება გამოეცალოს ადამიანს საყრდენი საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ.
საქართველოსა და შვედეთის კოპროდუქციით შექმნილ ფილმში მონაწილეობენ ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოქროშიძე.
"ჰორიზონტი" თინათინ ყაჯრიშვილის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, მისი პირველი ფილმი „პატარძლები“ არაერთი პრიზის მფლობელი გახდა, მათ შორის არის სარაევოს მე-20 კინოფესტივალი, რომელზეც კინოსურათმა ორი პრიზი მიიღო.
"ჰორიზონტის" მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2018 წლის 16 თებერვალს „ბერლინალეს“ სექციაში - Panorama.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.