ძალიან კარგად ვიცი ბეტონის და აშენების ფასი, ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი 2"-ის სიუჟეტს, სადაც მთავრობისა და პარლამენტის წევრების მდიდრულ სახლებზე იყო საუბარი. ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ მასალაში დაშვებული იყო ბევრი უზუსტობა, რაზეც პასუხის გაცემის საშუალება მათ მფლობელებს არ მიეცათ.
ივანიშვილმა ირაკლი სესიაშვილის სახლის მაგალითი განიხილა, თქვა, რომ აშენებულია სახლი შავი კარკასის მდგომარეობაში, რისი აშენებისთვის 1 კვ/მ-ის ფასი 100-140 აშშ დოლარია და არა მეტი.