"როცა არაფორმალურობაზე საუბრობთ, ცოტა უხერხულია,"- განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, არაფორმალურობაზე რომ საუბრობთ, ეს „რუსთავი2“-ს შეუძლია და ალბათ, თქვენც აძლევთ თავს უფლებას ამაზე ისაუბროთ.
"მე დღეს ვცხოვრობ აბსოლუტურად ნორმალურად, ვარ პარტიის თავმჯდომარე. ეს არის თანამდებობა და როცა არაფორმალურობაზე საუბრობთ, ცოტა უხერხულია იმიტომ, რომ ამ პარტიას პარლამენტში აქვს უმრავლესობა, მთავრობაც პარლამენტმა დაამტკიცა, ადგილობრივ თვითმმართველობაშიც თითქმის ყველა რეგიონში უმრავლესობა ჰყავს. შესაბამისად, პარტიის როლი არის დიდი და მე ვარ ამ პარტიის თავმჯდომარე და რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი? არაფორმალურობაზე რომ საუბრობთ, ეს „რუსთავი2“-ს შეუძლია და ალბათ, თქვენც აძლევთ თავს უფლებას ამაზე ისაუბროთ,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.