დღეს, 24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თიბისი არტ გალერეაში მოქანდაკისა და მხატვრის - ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიცია ელგუჯა ამაშუკელის დაზგურ ქანდაკებებს, გრაფიკულ ნამუშევრებს, სხვადასხვა დროს საკონკურსოდ შექმნილ ესკიზებსა და მოდელებს, ასევე მისი შემოქმედებითი პროცესისა და ნამუშევრების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას აერთიანებს.
გამოფენის გახსნის შემდეგ, 18:30 საათზე, ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედების შესახებ დისკუსია გაიმართება, რომელსაც თიბისი არტ გალერეის დირექტორი - ქეთევან კორძახია, არქიტექტორი - ვახტანგ დავითაია და ფილოსოფოსი და არტ-კრიტიკოსი - დავით ანდრიაძე გაუძღვებიან