გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, შსს და უსაფრთხოების სამსახური გაუქმდება, ასევე პროკურატურას საგამოძიებო ფუნქცია ჩამოერთმევა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი ფუნქცია ანტიკორუფციულ ბიუროს დაეკისრება, რომელიც რეფორმის ფარგლებში შეიქმნება.
„ჩვენ ფორმულაში სუს-ი უქმდება, შს სამინისტრო უქმდება, პროკურატურას ერთმევა საგამოძიებო უფლებამოსილება. იქნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული, დამოუკიდებელი საგამოძიებო ბიურო. რაც მთავარია, ხელმძღვანელებს აარჩევს საერთაშორისო ექსპერტთა კომისია და წარუდგენს დასამტკიცებლად ორ ან სამ კანდიდატს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.