2017 წლის ოქტომბერიდან 2018 წლის სექტემბრის პერიოდში, თბილისის 3* სასტუმროების ფასმა მაქსიმუმს 2017 წლის დეკემბერში მიაღწია - 165 ლარი.
PMCG-ის ინფორმაციით, 3* სასტუმროების ყველაზე დაბალი ფასი თბილისში 2018 წლის თებერვალში დაფიქსირდა - 124 ლარი. აღნიშნულ პერიოდში, 3* სასტუმროების მსგავსად, თბილისში 4* სასტუმროების მაქსიმალური ფასი 2017 წლის დეკემბერში - 293 ლარი, ხოლო მინიმალური 2018 წლის თებერვალში დაფიქსირდა - 214 ლარი. რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ყველაზე მაღალი ფასი 2018 წლის სექტემბერში - 79 ლარი, ხოლო დაბალი 2018 წლის მარტში დაფიქსირდა - 68 ლარი.