თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გეგელაშვილი მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ქართველი ფალავანი 48 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თანაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 6 სხვადასხვა სინჯის, მათგან ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.