16 ოქტომბერს საქართველო ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენციას - მინისტერიალს მასპინძლობს.
ღონისძიება იმართება ევროპის საბჭოს, EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით.
მინისტერიალის ფარგლებში თბილისს ეწვევიან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები(სპორტის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები,დეპარტამენტების ხელმძღვანელები) საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
თბილისის მინისტერიალის დღის წესრიგით გათვალისწინებულია 2 საკვანძო საკითხი:
• სპორტში ადამიანის უფლებების დაცვა
• სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა
ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი - 2018 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.