9 ნოებერს, 19.30 საათზე, კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გამართება ცნობილი გერმანელი ხელოვანისა და მეწარმის, კლაუს ჰიპის წიგნის „მარტივია, მაგრამ იოლი როდია?!" პრეზენტაცია.
კლაუს ჰიპი, თავისი საქმიანობითა და შემოქმედებითი მოღვაწეობით რამდენიმე წელია აქტიურად არის დაკავშირებული საქართველოსთან. კლაუს ჰიპი საქართველოს საპატიო კონსულია ბავარიასა და ბადენ-ვიურთენბერგში.
კლაუს ჰიპი დაიბადა 1938 წლის 22 ოქტომბერს გერმანელი მეწარმე და ჩვილ ბავშვთა კვებისა და მოვლის ცნობილი ბრენდის "Hipp" მწარმოებელი და მფლობელი.
კლაუს ჰიპმა თავდაპირველად იურისტად დაიწყო მუშაობა მამამისის, გეორგ ჰიპის საწარმოში, ხოლო შემდეგ მისი ბიზნესი მთლიანად ჩაიბარა. იგი ასევე აქტიურად მოღვაწეობს ხელოვნებაში, პროფესიული განათლება აქვს მიღებული მუსიკასა და ფერწერაში. მისი აბსტრაქტული ნამუშევრები აქტიურად იფინება ნიუ-იორკის, პარიზის, კიევისა და სხვა ქალაქების საგამოფენო დარბაზებში. თბილისის სახელმწიფო აკადემიაში იგი არასაგნობრივ ფერწერას ასწავლის.