„განგრენა თქვენ ხართ“- რუსთავში, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა, აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მოღალატეა.
აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ.