ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჯეენბეკოვთან, პარლამენტის თავმჯდომარე დასტანბეკ ჟუმენბეკოვთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ერლან აბდილდაევთან, ასევე ხელისუფლებისა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე ძირითადად განხილული იყო ეუთო-სა და ყირგიზეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო და ეკონომიკური რეფორმები და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივები, უსაფრთხოების, მიგრაციის, რადიკალიზაციისა და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებები. ასევე ეუთოს პრიორიტეტები და აქტივობები ცენტრალური აზიის რეგიონში.
გიგი წერეთელი თავმჯდომარეობდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის სხდომებს, რომელიც ბიშკეკში გაიმართა. სესიის მუშაობაში 50 მდე ქვეყნის 300 -ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.