"ევროპული საქართველოს" დაკვეთით, კომპანია ბი-სი-ჯის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოკითხულთა 13,2% მხარს "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძეს დაუჭერდა მხარს.
მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც ხმას 13% მისცემდა.
"ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხარს 10,20% დაუჭერდა.
შალვა ნათელაშვილს მხარს 4.60% დაუჭერდა, ხოლო სხვა კანდიდატებს ხმას გამოკითხულთა 3% მისცემდა.
ყველა კანდიდატს 7,20% გადახაზავდა, ხოლო 5,5%-მა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
გამოკითხულთა 41,20%-ს არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ცნობისთვის, კვლევა "ევროპული საქართველოს" დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია „ბი-სი-ჯი-კვლევამ“. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 15-22 სექტემბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოკითხული იქნა 1505 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება შეადგენდა 2-3%-ს, კვლევის სანდოობა - 95%.