ზაზა ოქუაშვილი ჩემ დავალიანებას გისტუმრებდა, თუ მას დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში - ლევან ყიფიანი მას გამუდმებით მივანიშნებდი იმ დავალიანებაზე, რომელიც ამ 3 წლის განმავლობაში ჩემ მიმართ დაუგროვდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამომითხვიდან გამოსულმა სპორტისა და ახლგაზრობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ზაზა ოქუაშვილმა დავალიანების გადახდა მაკომპრომატებელი მასალის ჩაწერის სანაცვლოდ შესთავაზა.
"მას ვახსენებდი რომ ეს დავალიანება გაესტუმრებინა. სწორედ ამაზე აპელირებით მთხოვა, ამ დავალიანებას მივიღებდი, თუ მას დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში... ხაზგასმით აღნიშნადა, რომ აღნიშნული მასალა წავიდოდა უცხოეთში, უცხოელების დასარწმუნებლად", - დასძენს ყიფიანი.